შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,  ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების  ფაქტზე 1989 წელს დაბადებული,  წარსულში ნასამართლევი გ.ვ. დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

"პატრულ-ინსპექტორებმა გ.ვ. ქობულეთში, ავტომობილით გადაადგილებისას, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.  სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს  იარაღი, მჭიდი და 7 ვაზნა.  პოლიციამ გ.ვ.  ბრალდებულის სახით დააკავა.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის  უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4  ნაწილებით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.