შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უცხო ქვეყნის მოქალაქე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.