სასამართლომ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი 7-8 მარტის აქციების საქმეზე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 500-2 500 ლარით დააჯარიმა.

ჯაფარიძესა და მოსიაშვილს ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა.

"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრები 7 მარტს მშვიდობიან აქციაზე დააკავეს.

დაცვის მხარის და ოჯახის წევრების ინფორმაციით, პოლიციელებმა ჯაფარიძე და მოსიაშვილი სცემეს, რის შედეგადაც მოსიაშვილს ტვინის შერყევა ჰქონდა, ჯაფარიძეს კი თავზე დაზიანებები აღენიშნებოდა.