შვედეთის საელჩოსთან IDFI-ის დირექტორს გიორგი კლდიაშვილს და "ფორმულას" გადამღებ ჯგუფს, ოპერატორსა და მძღოლს თავს დაესხნენ.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც კლდიაშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა. "ფორმულას" ინფორმაციით, თავდამსხმელმა რეზო ვაშაყმაძემ კლდიაშვილს და ტელეკომპანიის მძღოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

თავდამსხმელი მანქანით იმყოფებოდა და მას ხელში მინის ბოთლი ეჭირა. ის ჟურნალისტებს შეურაცხყოფას აყენებდა.

IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"მადლობა ყველას ვინც მომიკითხეთ და ვინც ნერვიულობთ ჩემზე. ყველას ვერ გპასუხობთ, კარგად ვარ, არაფერი მჭირს.

შვედეთის საელჩოსთან, როდესაც ინტერვიუს ვაძლევდი ჟურნალისტებს, კამერების წინ, თავს დაგვესხა უცნობი პირი.

ყველაფერი კარგად არის და იქნება, ამ პროვოკაციებით ვერაფერს დაგვაკლებენ, მხოლოდ თავიანთ თავს ავნებენ.

არა რუსულ კანონს! კი ევროპას!", - წერს გიორგი კლდიაშვილი.