თბილისში სროლის შედეგად სამი ახალგაზრდა დაჭრეს.
შემთხვევა ვერაზე, შანიძის ქუჩაზე მოხდა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სამედიცინო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.
დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
თბილისში სროლის შედეგად სამი ახალგაზრდა დაჭრეს.
შემთხვევა ვერაზე, შანიძის ქუჩაზე მოხდა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სამედიცინო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.
დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
1784835897
ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მას აქვს ახალი ინფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის შესახებ.მისი თქმით, ეს შესაძლოა, ისტორიაში ერთადერთი კონფლიქტი იყოს, რომელშიც ბრძოლაში დაღუპულთა რაოდენობა დაჭრილების რაოდენობას აღემატება."აი, ასეთი სისხლიანია ეს ომი. რუსები კვირაში 5000-დან 6000-მდე ჯარისკაცს კარგავენ. ეს შოკის მომგვრელი რაოდენობაა“, - აღნიშნა რუბიომ.აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, უკრაინა ასევე კარგავს დიდი რაოდენობით სამხედრო და სამოქალაქო პირს - ის იძულებულია, მაღალი ფასი გადაიხადოს საკუთარი ხალხისა და ტერიტორიების დასაცავად."ჩვენ ვნახეთ კიევში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაბომბვების შედეგად და ასეთი შემთხვევების გარკვეული ზრდაც შეინიშნება. ჩემი აზრით, ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს სტიმული, რომ ომი დაასრულოს“, - განაცხადა რუბიომ.მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდი კვლავ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს.როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, კომპრომისების ძიება გრძელდება და ვაშინგტონი ამ პროცესში ჩართულია.
1784835790
კუროფინანსური საკითხების მოგვარებისთვის ხელსაყრელი დღეა. კარგი დროა ხარჯების გადახედვისა და სამომავლო გეგმების დასაწყებად. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა გელით.ტყუპებითქვენი კომუნიკაციის უნარი დღეს განსაკუთრებით გამოიკვეთება. მოლაპარაკებები, შეხვედრები და ახალი ნაცნობობა წარმატებით დასრულდება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობასაც.კირჩხიბიდღეს ემოციები შესაძლოა განსაკუთრებით მძაფრი იყოს. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას. ოჯახური გარემო სიმშვიდესა და ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ.ლომითქვენი დღეა! თავდაჯერებულობა და ენერგია სასურველი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. კარგი დროა საკუთარი იდეების წარმოსაჩენად და ახალი პროექტების დასაწყებად.ქალწულიდღე დაგეგმვასა და ორგანიზებას მოითხოვს. ყურადღება დეტალებს მიაქციეთ — სწორედ ისინი იქნება წარმატების გასაღები. საღამოს დასვენება აუცილებელია.სასწორიპარტნიორული ურთიერთობები დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს. კომპრომისი და მშვიდი საუბარი ნებისმიერ დაძაბულობას შეამცირებს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.მორიელიენერგიული დღე გელით. შეგიძლიათ გადაჭრათ ის საკითხებიც, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. მოერიდეთ ზედმეტ ემოციურ რეაქციებს.მშვილდოსანიახალი იდეები და მოულოდნელი შესაძლებლობები შეიძლება გამოჩნდეს. მოგზაურობის ან სწავლის დაგეგმვისთვის კარგი პერიოდია. სიყვარულში სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი.თხის რქასამუშაოსა და ოჯახურ საქმეებს შორის ბალანსის დაცვა მოგიწევთ. ნუ გადაიტვირთებით — მცირე შესვენება ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ.მერწყულიდღეს ბევრი საინტერესო ინფორმაცია და ახალი კონტაქტი გელით. კარგი დროა საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად და შემოქმედებითი საქმიანობისთვის.თევზებიინტუიცია დღეს განსაკუთრებით ძლიერი იქნება. ენდეთ საკუთარ შინაგან ხმას, განსაკუთრებით ფინანსურ და პირად საკითხებში. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.
1784832072
"ვაშინგტონმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ჩადო მოთხოვნა, გამოძიებულ იქნეს, რამდენად გაჟღენთილია რეჟიმის უსაფრთხოების სტრუქტურები რუსული და ჩინური სადაზვერვო ქსელებით. იგივე აქტმა, საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას დაუკავშირა. ეს ორპარტიული წითელი ბარათია "ქართული ოცნებისთვის" და ამერიკის ნებისმიერ თანამდებობის პირს თუ ადმინისტრაციას ძალიან გაუჭირდება კონკრეტული კონტექსტური მოსაზრებით თუ სიტუაციური საჭიროების გამო შერბილების კუთხით გადახედოს ქოცებთან ურთიერთობას, თუნდაც ტრანზაქციული პოლიტიკის ინტერესებიდან გამომდინარე.ბრიუსელმა კი დღეს ტრანზაქციები აუკრძალა ყულევის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას, სადაც თვეების განმავლობაში მშვიდად მუშავდებოდა რუსული ნავთობი და შემდეგ ექსპორტირდებოდა, როგორც ქართული. ამით ქოცები და პირადად ივანიშვილი შოულობდნენ უზარმაზარ ფულს, ხოლო საქართველო იღებდა უმძიმეს რეპუტაციულ ზიანს, როგორც რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დამხმარე ქვეყანა, რომელიც პარაზიტირებს ომზე.ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტშივე აღმოჩნდა ქართული კრიპტოპლატფორებიც: ისევ და ისევ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც რეჟიმის გამდიდრების და ქვეყნის დაზიანების ისეთივე მუშა მექანიზმია, როგორც ყულევის ქარხანა. კრიპტომომსახურების პლატფორმების შემდეგ, ჯერი დგება კრიპტომაინინგზე, რაშიც სრულიად ქოცელიტაა ჩართული, ხოლო პირადად ივანიშვილი უმსხვილესი ქარხნების მფლობელია, რომლებიც პრაქტიკულად სახელმწიფო რესურსით იღებს უზარმაზარ შემოსავლებს, აძვირებს დენს მოქალაქეებისთვის და თან პრაქტიკულად არავის არ ასაქმებს და არანაირი ხეირი არ მოაქვს ქვეყნის ეკონომიკისთვის, მათ შორის, არც გადასახადების სახით.ცხადია, ეს არაა საქართველოს დასჯა. ეს არის სასჯელი ივანიშვილის რეჟიმისთვის, თან ძალიან ცხადი, დროული, სწორად კალიბრირებული და სწორად დამისამართებული.მთავარია, ეს ყველაფერი ამავე ტემპით და ასეთივე სწორხაზოვნებით გაგრძელდეს. აქ კი გადამწყვეტი ისაა, როგორ ვიქცევით ჩვენ, როგორც უცხოელ მეგობრებთან მუშაობისას (რასაც ქოცები საბოტაჟს ეძახიან და რისთვისაც გვასამართლებენ), ასევე ქვეყნის შიგნით ერთმანეთთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას", - წერს გვარამია.
1784827989
პაკეტი მოიცავს მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს იმ სექტორების წინააღმდეგ, რომლებსაც ყველაზე დიდ გავლენა აქვთ რუსეთის ეკონომიკაზე და მის შესაძლებლობაზე, გააგრძელოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.როგორც პრესრელიზში აღნიშნულია, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეს არის ყველაზე მასშტაბური ინდივიდუალური სანქციების პაკეტი – სულ 218 პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ, მათ შორის 48 ფიზიკური პირისა და 170 იურიდიული პირის.ევროკავშირის განცხადებით, ახალი პაკეტის მიზანია რუსეთის ეკონომიკისა და სამხედრო მანქანის შემდგომი დასუსტება. გადაწყვეტილება მიღებულია რუსეთის მიერ ბოლოს განხორციელებული სასტიკი სამხედრო დარტყმების შემდეგ, რომლებიც მიზანმიმართულად შეეხო სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, ენერგეტიკულ, წყალმომარაგებისა და ჯანდაცვის ობიექტებს, კულტურულ და რელიგიურ ადგილებს, რამაც მძიმე შედეგები გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.ევროკავშირი აცხადებს, რომ გააგრძელებს რუსეთის მიმართ ზეწოლის შენარჩუნებას და გაზრდას, რათა მოსკოვმა შეწყვიტოს აგრესიული ომი და დაიწყოს რეალური მოლაპარაკებები სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.აქტივების გაყინვა და ფინანსური რესურსების მიწოდების აკრძალვა შეეხება 94 ბანკსა და მსხვილი ფინანსური ინსტიტუტს, ასევე რუსეთის საბანკო სექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ფიგურას; ასევე გაფართოვდა ტრანზაქციების აკრძალვა დამატებით 33 რუსულ საკრედიტო და ფინანსურ ორგანიზაციისთვის.ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ერთ ყირგიზულ ბანკს, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფინანსური შეტყობინებების სისტემასთან, ასევე სამ სხვა უცხოურ ბანკს, რომლებიც სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობდნენ. ევროკავშირი ასევე აფართოებს ტრანზაქციების აკრძალვას 14 კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ პლატფორმის წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში, პანამაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მარშალის კუნძულებზე, ყირგიზეთსა და ბელარუსში არიან დაფუძნებული. ამასთან, ევროკავშირს შემოაქვს შესაძლებლობა, სრულად აკრძალოს მესამე ქვეყნების კრიპტოაქტივებთან დაკავშირებული სერვისები, თუ ისინი რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ასავლელად გამოიყენება.ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირმა დროებით შეაჩერა ნავთობის ფასის ზედა ზღვრის ავტომატური კორექტირების მექანიზმი 2027 წლის 15 ივლისამდე, რათა რუსეთის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები შეზღუდული დარჩეს. ევროკავშირი ასევე აგრძელებს ბრძოლას რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ და სანქციების სიაში ამატებს კიდევ 41 გემს (მანამდე სანქცირებული იყო 632). ეს ზომები ეხება გემებს, რომლებიც მონაწილეობენ ნავთობის ფასის შეზღუდვის მექანიზმის გვერდის ავლაში, ეხმარებიან რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს ან გადააქვთ სამხედრო ტექნიკა და უკრაინიდან მოპარული მარცვლეული.სანქციების ფარგლებში ფარგლებში ევროკავშირმა დააწესა ტრანზაქციების აკრძალვა საქართველოში, ყულევში მდებარე ნავთობგადასამუშავებელ საწარმოზე, რომელიც რუსული ნავთობით ვაჭრობს და ამუშავებს. აკრძალვა ძალაში ექვსი თვის შემდეგ შევა. ასევე სანქციების სიაში დაემატა ნავთობით მოვაჭრე ხუთი კომპანია, რომლებიც ცდილობდნენ რუსეთის ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვის აკრძალვის გვერდის ავლას.
1784821620
მისივე თქმით, ივანიშვილს და მის ბანდას ახლა დარჩა ერთადერთი გზა, რომ აგვისტოს დაწყებამდე გამოაცხადოს ვადამდელი, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, სადაც თვითონ არ მიიღებენ მონაწილეობას."ამერიკის კონგრესმა მიიღო ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, სადაც ივანიშვილის ტერორისტული რეჟიმი გამოცხადებულია ბრალდებულად, მის მიმართ დაანონსებულია გამოძიების დაწყება, მხილებულია რეპრესიებში, პოლიტპატიმართა წამებაში, უკანონო დაპატიმრებებში და ყველა იმ ავაზაკურ ქმედებებში, რის გამოც ყოველგვარი პერსპექტივა, რომ მათ გადატვირთონ ამერიკასთან და დემოკრატიულ სამყაროსთან სტრატეგიული ურთიერთობები, გამოირიცხა. ივანიშვილს და მის ბანდას ახლა დარჩა ერთადერთი გზა, ცხელი აგვისტოს დაწყებამდე გამოაცხადოს ვადამდელი, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, სადაც თვითონ არ მიიღებენ მონაწილეობას, რადგან მათ ბობოლებს ელოდებიან მოსამართლეები და პროკურორები შესაბამისი კითხვებით, ხოლო რეჟიმის მსახურ სახელმწიფო ჩინოვნიკებს მოვუწოდებ, დატოვეთ გვერდგამონგრეული გემი რაც შეიძლება ჩქარა, სხვა შემთხვევაში ჩვენი ხალხის ტანჯვით მოპოვებული ქონება და თანამდებობები ოხრად დაგრჩებათ. დროზე დადექით ხალხის გვერდით.მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჯო უილსონს, სტივ კოენს, როჯერ უიკერს და უამრავ კონგრესმენს, რომლებმაც კბილებით გაიტანეს ეს უზარმაზარი საქმე, მთავარ სტრატეგიულ დოკუმენტში შტატებისა, რომელიც ყველაფერთან ერთად მოიცავს ისტორიულ-სამხედრო ხარჯებს", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
1784819643
"17 წლის ვაჟკაცი ჩადეს მიწაში! როგორ სდუმხართ?! თქვენი შვილი რომ იყოს, როგორ მოიქცეოდით?!ივანიშვილმა და მისმა კრიმინალებმა ეზოებში მოგვაკითხეს! უბნებში გვკლავენ, გვესვრიან, გვხვრეტენ და ამ დროს სად არის ხალხი?! სისხლი მეყინება, ამ რვა კვადრატში მთელი დღეა ბოლთას ვცემ, კედლებს ვაწყდები! როგორ შეგვაგუა ამ ბოროტებას?! როგორ დაგვიჩლუნგდა ემოციები?! მკვლელები გარეთ არიან და მთავარია სანაია, ხაბეიშვილი, ამაღლობელი, ხოშტარია, სააკაშვილი ციხეში იყოს. ქოცებო მართლა გჯერათ, რომ მე ვარ საშიში გარეთ და მკვლელები არა?!იძახეთ ახლა, რომ აპოლიტიკურები ხართ, სიკვდილი და რეჟიმი მოდის ყველასთან! სახლებში, ეზოებში, უბნებში... ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!! შენ გენაცვალე ვაჟკაცო, ლამაზო, გაზრდილო შვილო! როგორ მინდა რამე შემეძლოს და შენ დღეს, შენ დედას ეხუტებოდე გულში და არა იმ მდგომარეობაში როგორშიც ახლა ხარ... სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ ამ ვაჟკაცის გარდაცვალებას. აზრზე მოდით, თორემ უკვე გვიანდება...", - წერს ხაბეიშვილი.
1784816266
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი."სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კვლავ მკაცრად დააყენეს საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემისა და სამართლის აღსრულების საკითხი.ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია.განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვას და ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე არსებულ რეჟიმს.ამასთან, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მზარდი ტენდენცია.ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაცრად მოითხოვეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის თარიღად 2026 წლის 8 სექტემბერი განისაზღვრა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1784815480
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიმდინარე სამუშაოების დროს, კედლის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
"კახეთში, რუსმა ქალებმა ქართველების ქორწილის სუფრას ნომრის ფანჯრიდან წყალი გადაასხეს, ხმაურობენო"
1784449441
ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
1783841870
ადვოკატი - გიორგი ჭიღლაძე არის რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლი და თავადაც დაზარალებული
1784471753
"მთელი ბრალდება არის ჰიპოთეზაზე, თეორიულ მსჯელობასა და შეფასებაზე დაფუძნებული, მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ პროკურორის შეფასებაზე"
1783673079
კაპრალ რაჟდენ ლეთოდიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
1783781246