ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მოხდა მამის საფლავზე, სასაფლაოს ეპიზოდში ფიგურირებს ჩხვიმიანი, - ამის შესახებ ადვოკატმა მარიამ ბარსონიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სექსუალურ ძალადობას თან ახლდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა იარაღის თანხლებით.

"ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მოხდა მამის საფლავზე, სასაფლაოს ეპიზოდში ფიგურირებს ჩხვიმიანი. დაასახელა ის ოთხი პირი, ვინც მასზე იძალადა სექსუალურად, თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ სექსუალური ძალადობა არ გვაქვს სახეზე. ამ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს სექსუალური ძალადობა, რომელსაც თან ახლავს არაერთი მუქარა სიცოცხლის მოსპობის, იარაღის თანხლებით“, - განაცხადა მარიამ ბარსონიძემ.

ნატა ვიბლიანის გაუპატიურების საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.