"აგარის შაქრის" თანამშრომლები კვლავ გაფიცულები არიან.

ისინი ქარხნის მენეჯმენტისგან დაპირებულ მე-13 ხელფასს და  პრემიას მოითხოვენ.

თანამშრომლების განცხადებით, მათი სამუშაო ანაზღაურება დაბალია და სამსახური მათ ხელფასის 20%-იან ზრდასა და მე-13 ხელფასს სიტყვიერად დაჰპირდათ.

აგარის ქარხნის თანამშრომლებს ამ დრომდე არ მიუღიათ დანაპირები და მესამე დღეა გაფიცულები არიან.

აგარის შაქრის ქარხნის თანამშრომლები  წელიწადში 6-7თვე მუშაობენ,  დანარჩენი თვეების საკომპენსაციოდ კი წლის ბოლს დამატებით ერთი თვის ხელფასს იღებდნენ, რაზეც ახლა დირექციამ უარი განუცხადათ. მათი გაფიცვაც სწორედ ამ ამბავს მოჰყვა.