ჩაქვში სატვირთო მატარებლის დაჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

როგორც ცნობილია, მამაკაცი უცხოელი იყო.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.