მადლობა გვეთქმის, რომ ჯარიმა გამოიყენეს და არა 60 დღე ჩვენ მიმართ. ჩვენ უკვე ჩალაგებული გვქონდა ჩანთები და ვემზადებოდით, რომ რაც არ უნდა მოესაჯათ, ბოლომდე გავყოლოდით, - ამის შესახებ მუსიკოსმა ნინო ქათამაძემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერით უნდა გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში. ადვოკატები ფანტასტიკურად მომზადებულები იყვნენ, მე ისიც არ ვიცოდი, ასეთი ბოროტი მეორე მხარე, დაჯგუფება თუ არსებობდა, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ შენი დანაშაული ფიქსირებული ყოფილიყო.

აუცილებლად უნდა დავუფასო ქალბატონ მოსამართლეს, რომ დარბაზში მჯდომი არცერთი არ გაუძევებია, მოთმინებით ისმენდა ჩვენს რეპლიკებს, იქ იყო ხმაური. მადლობა გვეთქმის, რომ ჯარიმა გამოიყენეს და არა 60 დღე ჩვენ მიმართ. ჩვენ უკვე ჩალაგებული გვქონდა ჩანთები და ვემზადებოდით, რომ რაც არ უნდა მოესაჯათ, ბოლომდე გავყოლოდით, მაგრამ თანადგომისთვის ყველანაირი სასჯელი ასატანია და ვფიქრობ, რომ ერთიანად შევძლებთ ისეთი სასამართლო სისტემა გვქონდეს, სადაც ყველა მსჯავრდებულის იმედი იქნება ეს სახლი", - განაცხადა ნინო ქათამაძემ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო მოსიძემ “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობის გაპროტესტებისთვის 9 ადამიანს, მათ შორის ნინო ქათამაძე 5000-5000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.