საპროტესტო მსვლელობები გრძელდება.

ფილარმონიის ტერიტორიიდან რუსთაველისკენ ქალების მარში იმართება.

ისინი ხელახალი არჩევნების დანიშვნას და დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას მოითხოვენ.

აქტივისტებს ბანერები  და ნაცემი აქტივისტების ფოტოები აქვთ მიტანილი.

მათი განცხადებით, მიზანი ისეთ ქვეყანაში ცხოვრებაა, სადაც ქალებს ემიგრაციაში წასვლა არ უწევთ.

საპროტესტო მსვლელობა რუსთაველზე, პარლამენტის წინ დასრულდება.