UNICEF საქართველოს ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების შესახებ კვლევას აქვეყნებს.

საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით და სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების ბავშვთა უფლებების ცენტრებთან პარტნიორობით, გაეროს ბავშვთა ფონდმა ჩაატარა მიზნობრივი კვლევა, რომელშიც 18-20 წლის 155 სტუდენტი მონაწილეობდა.

კვლევის მიგნებების თანახმად, სტუდენტების მეოთხედს უჭირს აზრის დალაგებულად გადმოცემა, იყენებს მწირ ლექსიკას ან სრულიად ვერ გამოხატავს აზრებს. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ერთ მესამედს უჭირს საკითხებთან დაკავშირებით არგუმენტირებული პოზიციების დაფიქსირება, ასევე ახალგაზრდებში ზოგად პრობლემას წარმოადგენს წიგნიერების ნაკლებობა.

კვლევის ძირითადი მიგნებებია:

- მოზარდები აწყდებიან მნიშვნელოვან გამოწვევებს წიგნიერებაში, განსაკუთრებით უჭირთ თავიანთი აზრების მკაფიოდ გამოხატვა, წერა და კრიტიკული აზროვნება.

- ეთნიკური უმცირესობები აწყდებიან სირთულეებს ქართული ენის ცოდნაში, რაც საჭიროა მათი აკადემიური ჩართულობისა და განვითარებისათვის.

- მოზარდები აღიარებენ STEM-ის მნიშვნელობას, მაგრამ მათი გაგება შეზღუდულია, განსაკუთრებით, მეცნიერების პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით.

- მიუხედავად კარგი ციფრული უნარებისა, მოზარდები აწყდებიან გამოწვევებს კიბერუსაფრთხოების, სოციალური მედიის წიგნიერების და ციფრული საფრთხეების მიმართულებით.

- მოზარდები აწყდებიან სირთულეებს თვითრეფლექსიის, კარიერასთან დაკავშირებული კონსულტაციის და პიროვნული ზრდის მიმართულებით, ხშირად დემოტივირებული არიან საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო სტრუქტურებთან მიმართებით.

- მენტალური ჯანმრთელობა რჩება კრიტიკულ საკითხად, შეზღუდული ხელმისაწვდომობით სერვისებზე და მეტი განათლების საჭიროებით ამ თემაზე.

კვლევის მიგნებების თანახმად სტუდენტების წიგნიერებაში შემდეგი სახის პრობლემები იკვეთება:

Unicef-ის კვლევა ჩატარდა 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ახალციხესა და ახალქალაქში და მასში გამოყენებული იყო შერეული მეთოდების მიდგომა, მეტწილად ხარისხობრივი მეთოდები, რასაც დაემატა რაოდენობრივი მონაცემები საჭიროების შესაბამისად. ჯამში, კვლევაში მონაწილეობდა 18-20 წლის 155 სტუდენტი. კვლევაში მონაწილეობისთვის შერჩეული იქნა სხვადასხვა გამოცდილების მქონე სტუდენტი როგორც სოფლებიდან, ასევე ქალაქებიდან, განსხვავებული აკადემიური მოსწრების და ეთნიკური ჯგუფებიდან.