ვგმობთ ივანიშვილის ანტიდემოკრატიულ და რუსულ რეჟიმს, რომელიც კრიმინალური არჩევნებით ცდილობს მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებას და ლეგიტიმაციის მოპოვებას. ვაღიარებთ და მოვითხოვთ მხოლოდ თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს, - ამის შესახებ პროფესორ-მასწავლებლების განცხადებაშია აღნიშნული.

ისინი მოქალაქეებს, სტუდენტებსა და კოლეგებს 19 ივლისს, 19:00 საათზე თსუსთან მისვლას მოუწოდებენ.

"მინდა მივმართო რეჟიმს, ჩვენ ვერ დაგვაშინებთ. დღეს, როდესაც 60-მდე პოლიტიკური პატიმარი, ახალგაზრდა ბიჭი და გოგოები გვყავს ციხეში, დღეს, როდესაც მასწავლებელი ნინო და მზია ამაღლობელი არიან ციხეში, სამსახურის და თანამდებობის დაკარგვა ძალიან ფერმკრთალდება იმ ტრაგედიებთან შეფარებით, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ.

რაც შეეხება პროფესორების მიმართვას - ჩვენ, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორები და მასწავლებლები ვადასტურებთ ერთგულებას თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული საზოგადოების იდეალებისადმი, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის ღირსების პრინციპებს. კატეგორიულად უარვყოფთ მონაწილეობას ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც არის რუსული რბილი ძალის გამოხატულება და სპეცოპერაცია მიმართული საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის წინააღმდეგ.

ვგმობთ ივანიშვილის ანტიდემოკრატიულ და რუსულ რეჟიმს, რომელიც კრიმინალური არჩევნებით ცდილობს მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებას და ლეგიტიმაციის მოპოვებას. ვაღიარებთ და მოვითხოვთ მხოლოდ თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს, როგორც ხალხის ნების ლეგიტიმურ გამოხატულებას. 

გელოდებით 19 ივლისს, 19:00 საათზე თსუ-ის ეზოში, სადა პარლამენტის შენობამდე საპროტესტო მსვლელობა დაიწყება.

მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით სტუდენტებს და კოლეგებს,  ყველას, შემოგვიერთდნენ სამართლიან ბრძოლაში", - აღნიშნულია პროფესორ-მასწავლებლების განცხადებაში.