გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერი მოეწყო. სამუშაოები 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდა.

ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნესზონა და ტენისის მაგიდა. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ადგილზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები - დაითესა ბალახი და დაირგო ხე მცენარეები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 575 421 ლარი დაიხარჯა.

დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი და გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნენ.