თბილისში ცნობილი მოცეკვავე მარი ბაბეტა გარდაცვლილი იპოვეს.

იყო თუ არა ეს მკვლელობა, თუ 35 წლამდე ქალი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, ეს ახლა გომელაურის უწყებამ უნდა გამოიძიოს. პოლიციამ უნდა დაადგინოს ისიც, ემუქრებოდა თუ არა ცნობილ მოცეკვავეს, ყოფილი მეგობარი მამაკაცი, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.

დადგენილია, რომ მარი ბაბეტა საზარელ შემთხვევამდე, შარდენზე  ერთ-ერთ კლუბში მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

რა მოხდა კლუბიდან  გამოსვლის  შემდეგ  უცნობია. მედიასთან  კომენტარს საქმის ოქროს მოწმე არ აკეთებს. "პირველების" ინფორმაციით, ის პოლიციამ უკვე გამოჰკითხა.

29 წლის მოცეკვავე ერთი წლის წინ ძალადობაზე საუბრობდა. უკავშირდება თუ არა მომხმდარი ამ ფაქტს უცნობია.

ერთ-ერთი, ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავარიამდე, ქალმა თვითმკვლელობა სცადა და მტკვარში გადახტომა უნდოდა, შემდეგ კი ავტომობილს შეუვარდა. 

tvpirveli.ge