"მთავარი არხის" ეზოდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამდე მსვლელობა დაიწყო.

"მთავარი არხის" სახეები, ჟურნალისტები, თანამშრომლები და ერთგული ტელემაყურებლები მხარდაჭერას უცხადებენ ნიკა გვარამიას და უერთდებიან იმ აქციას, რომელიც ათონელის რეზიდენციასთან დღეს, 18:00 საათზეა დაგეგმილი.

პრეზიდენტ ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის წევრები "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.