სავაჭრო ცენტრ "ოქროს კიდობანში" ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლი სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთ მაღაზიაში დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა.
ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
სავაჭრო ცენტრ "ოქროს კიდობანში" ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლი სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთ მაღაზიაში დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა.
ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
1779652317
ოპოზიციის განცხადებით, ლუკაშენკომ ნათლად უნდა გააცნობიეროს თავისი ქმედებების შედეგები მას შემდეგ, რაც ბელორუსის ტერიტორია მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ რუსეთის ბირთვულ შანტაჟში აღმოჩნდა ჩართული.ლატუშკოს თქმით, ლუკაშენკომ უნდა იცოდეს, რომ ბელორუსის ტერიტორიიდან ნებისმიერ აგრესიულ ქმედებასა და სამხედრო პროვოკაციაზე სრული პასუხისმგებლობა მას ეკისრება. ლატუშკოს თქმით, „ერთადერთი ენა, რომელიც ლუკაშენკოს ესმის, არის ძალის ენა და ძალის პოზიციიდან გაგზავნილი გაფრთხილებები“ და ეს ძალა საფრანგეთს აქვს.მაკრონს და ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი დღეს გაიმართა. მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა ლუკაშენკო გააფრთხილა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში არ ჩაერთოს.
1779651496
11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. 12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ელისო კილაძის და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება. 12:00 საათზე - სსიპ მომსახურების სააგენტოს რუსთავის ფილიალთან აქცია გაიმართება.თემა: "მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე არსებული უსამართლო მიდგომები და კორუფციული სისტემა“.საკონტაქტო ნომერი: 544 11 03 66 12:00 საათზე - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N439(C კორპუსი, IV სართული) 12:00 საათზე - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.პირველი რესპუბლიკის დარბაზი(C კორპუსი, III სართული) 12:00 საათზე - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) 13:00 საათზე - სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304) 13:00 საათზე - ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N616(C კორპუსი, VI სართული) 14:00 საათზე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სხდომა გაიმართება.მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410) 15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 15:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების სასამართლო პროცესი გაიმართება. 16:00 საათზე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N638(C კორპუსი, VI სართული) 21:00 საათზე - წალენჯიხის თეატრი გამართავს ოთარ ეგაძის სპექტაკლის "არამედ რაღაც სხვა“ თბილისურ პრემიერას, სადაც წარმოდგენილი იქნება ახალი ხედვა "თავისუფლების კუნძულიდან ევროპის დედაქალაქამდე”. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.მისამართი: რიყის ამფითეატრი
1779651479
კურო – ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გჭირდება. შეიძლება მოულოდნელი ხარჯი გამოჩნდეს.ტყუპები – კომუნიკაცია გეხმარება ბევრ პრობლემის მოგვარებაში. კარგი დღეა შეხვედრებისთვის.კირჩხიბი – ემოციურად მგრძნობიარე დღეა, თუმცა ოჯახური მხარდაჭერა დაგამშვიდებს.ლომი – ყურადღების ცენტრში აღმოჩნდები. კარგი დროა საკუთარი თავის წარმოსაჩენად.ქალწული – დეტალებზე ფოკუსირება წარმატებას მოგიტანს. ნუ გადაიტვირთავ თავს.სასწორი – ურთიერთობებში ბალანსის პოვნა მნიშვნელოვანი იქნება. შესაძლებელია საინტერესო ნაცნობობა.მორიელი – ინტუიცია ძლიერია. ენდე შენს შეგრძნებებს, განსაკუთრებით სამსახურში.მშვილდოსანი – მოგზაურობის ან ახალი გამოცდილების სურვილი გაიზრდება. კარგი დღეა დაგეგმვისთვის.თხის რქა – კარიერულ საკითხებში პროგრესი შესაძლებელია, თუ დისციპლინას შეინარჩუნებ.მერწყული – ახალი იდეები და ინსპირაცია გექნება, თუმცა ნუ გაფანტავ ენერგიას ტყუილუბრალოდ.თევზები – შემოქმედებითი და ემოციური დღეა. კარგი დროა ხელოვნებისთვის ან დასვენებისთვის.
1779643969
მისივე თქმით, თეირანთან მიმდინარე მოლაპარაკებები მოწესრიგებულად მიმდინარეობს და მნიშვნელოვნად უფრო პროფესიონალურია, ვიდრე წინა მოლაპარაკებები. მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე თავის წარმომადგენლებს შესაბამისი ინსტრუქციები უკვე მისცა."მოლაპარაკებები მოწესრიგებულად და კონსტრუქციულად მიმდინარეობს და მე ჩემს წარმომადგენლებს ვაცნობე, რომ არ იჩქარონ შეთანხმების მიღწევა, რადგან ეს დრო ჩვენს მხარესაა. ბლოკადა სრული ძალით დარჩება მანამ, სანამ შეთანხმება არ იქნება მიღწეული, დამოწმებული და ხელმოწერილი. ორივე მხარემ არ უნდა იჩქაროს და ყველაფერი სწორად გააკეთოს. შეცდომები არ შეიძლება!ჩვენი ურთიერთობა ირანთან გაცილებით პროფესიონალური და პროდუქტიული ხდება, თუმცა, მათ უნდა გაიგონ, რომ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის ან ბომბის შემუშავება ან შეძენა. მინდა მადლობა გადავუხადო ახლო აღმოსავლეთის ყველა ქვეყანას მათი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდება და გაძლიერდება მათი მიერ ისტორიული აბრაამის შეთანხმებების ქვეყნებთან შეერთებით და ვინ იცის, იქნებ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამაც მოისურვოს შეერთება“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.
1779635108
"ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანო მამებო, ძმებო და დებო! გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს – პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების ხსენებას. ამ დღესთან დაკავშირებით წაკითხული იყო სახარებიდან მონაკვეთი, საიდანაც ვიგებთ, რომ უფალმა იესო ქრისტემ საიდუმლო სერობის შემდეგ, მას მერე, რაც უკანასკნელად ესაუბრა თავის მოწაფეებს, ლოცვით მიმართა ზეციერ მამას. ეს სრულიად განსაკუთრებული ლოცვაა თავისი მნიშვნელობით, თავისი მშვენიერებით და საღვთისმეტყველო აზრით.ამ ლოცვაში უფალი იესო ქრისტე განმარტავს, თუ რა არის მარადიული ცხოვრება, რაში მდგომარეობს ის. იგი ამბობს, რომ მარადიული ცხოვრება არის ერთი ჭეშმარიტი ღმერთის და მის მიერ მოვლენილი იესო ქრისტეს შეცნობა (ინ. 17, 3). ამ სიტყვებიდან ვიგებთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს, რომ მარადიული ცხოვრებისთვის არ არის საკმარისი, მხოლოდ გწამდეს ერთი ღმერთი, როგორც ამბობენ ზოგიერთები, რომ ღმერთი ერთია და რა მნიშვნელობა აქვს თითქოს, რომელ რელიგიას ეკუთვნის ადამიანი, ეს ხომ ყველაფერი ერთი ღმერთისგან მოდისო.მაგრამ უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ მარადიული ცხოვრებისთვის არ არის საკმარისი, მხოლოდ ერთი ღმერთი გწამდეს, არამედ ასევე აუცილებელია, გწამდეს მის მიერ მოვლენილი მხოლოდშობილი ძე ღმერთი – იესო ქრისტე. თორემ არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ თავის თავს ერთი ღმერთის მორწმუნედ, მაგრამ ბოროტებასაც ჩადიან, მკვლელობებსაც ჩადიან, ტერაქტებსაც ჩადიან და თან გაიძახიან ღმერთის დიდებას. – ხომ ასეა? ამავე დროს, სძულთ ღვთისგან, ერთი ღმერთისგან კაცობრიობის ხსნისა და გადარჩენისთვის მოვლენილი მხოლოდშობილი ძე და მხსნელი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე.ე. ი. აუცილებელია ასევე, გვწამდეს იესო ქრისტე, როგორც ძე ღმერთი და მაცხოვარი სოფლისა. ამ ლოცვის ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელობა ამაში მდგომარეობს.ჩვენ დღეს ვიხსენიებთ პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამებს, რომლებმაც განმარტეს და გამოთქვეს ეს ჭეშმარიტება ძე ღმერთის, იესო ქრისტეს შესახებ, რომ ის გახლავთ განკაცებული ძე ღმერთი; ის არ არის ღვთის ქმნილება, როგორც ჩვენ; ის არ არის ერთ-ერთი მორიგი წინასწარმეტყველი, თუ გნებავთ, ან მხოლოდ ზნეობის მოძღვარი, არამედ ის არის მხოლოდშობილი ძე ღვთისა, თანასწორი მამისა, ერთარსი მამისა და, ამავე დროს, ჩვენი თანასწორი ადამიანური, კაცობრივი ბუნებით.ძვირფასო ძმებო და დებო, მას შემდეგ დიდი კრძალვით და სათუთად ვინახავთ ამ სარწმუნოებას. ჩვენი ერი ჯვარს ეცვა ამ სარწმუნოების შენახვისთვის და დღემდე მოვიდა ეს მაცხონებელი სარწმუნოება. ვმადლობთ უფალს, რომ ღმერთმა მოგვიწოდა თავის ეკლესიაში, რათა ვისაზრდოოთ მარადიული ცხოვრების წყაროსგან, რომელზეც საუბრობს უფალი იესო ქრისტე ამ ლოცვაში, რომელსაც ხშირად „სამეუფეო ლოცვასაც“ უწოდებენ.აქ უფალი იესო ქრისტე ასევე ლოცულობს მოციქულებისთვის და, ზოგადად, ყველა მორწმუნისთვის, ანუ ჩვენთვის, ყველა დროის ქრისტიანისთვის, როცა ამბობს: „რათა ესენიც ჩვენსავით ერთ იყვნენ“ (ინ. 17, 11), – გულისხმობს თავის ერთობას მამაზეციერთან.ქრისტეს მორწმუნეების ეს ერთობა და ჩვენი სულიერი ნათესაობა სრულიად განსაკუთრებულია, ის აღემატება ყოველგვარ ხორციელ ნათესაობას, ნათესაურ გრძნობებს და ურთიერთობებს, ასევე მეგობრულ ურთიერთობებსაც, რადგან ეს ნათესაობა ქრისტესმიერი, სრულიად განსაკუთრებულია, ის მომდინარეობს ერთი პურიდან და ერთი ბარძიმიდან. ქრისტეს სისხლსა და ხორცს როცა ვეზიარებით, ყოველთვის განვაახლებთ ჩვენში ამ ერთობას ერთმანეთთან და ღმერთთან, შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად, რაც, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, არის ეკლესია, რომლის თავიც ვინ არის? – თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე (კოლ. 1, 18).უფალმა გვიანდერძა, გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ მისგან ბოძებული ეს ერთობა. ეს არის ერთი წმინდა კათოლიკე სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობა. გვმართებს, ვიღვაწოთ, ვიშრომოთ და ვილოცოთ ამ ერთობის შენარჩუნებისთვის, რომ არ შედრკეს, არ შეირყეს ეს ერთობა, არ დაირღვეს, ამისთვის უნდა ვიღვაწოთ. და თუ ვინმე ამ ერთობას განუდგა, უნდა ვეცადოთ, კვლავ დაბრუნდეს ერთიანი ეკლესიის ამ ერთობის წიაღში და ეზიაროს მარადიულ ცხოვრებას, რომელიც გვეძლევა ღმერთის ეკლესიაში, იესო ქრისტეს ეკლესიაში.კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ დღესასწაულს. დღეს როდესაც ვიხსენიებთ პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამებს, მათთან ერთად – მოციქულთასწორ, ქართველთა განმანათლებელ ქალწულ ნინოს, მეფე მირიანს და დედოფალ ნანას, რომლებმაც იღვაწეს ქრისტეს რწმენის, მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცებისა და გავრცელებისთვის, ვევედროთ უფალს, რომ შეგვეწიოს ამ რწმენის ერთგულებაში, შენახვაში, განმტკიცებაში და როგორც ნათქვამია ამ შესანიშნავ, საოცარ სამეუფეო ლოცვაში, „შეგვეწიოს ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობაში და მის მიერ მოვლენილი უფალ იესო ქრისტეს შეცნობაში“, რომ ამ რწმენით შევიცნოთ უფალი და მივაღწიოთ მარადიულ ცხოვრებას“, - განაცხადა შიო მესამემ.
1779634674
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ეს თავდასხმა ომის ჩიხში შესვლაზე მიუთითებს.„საფრანგეთი გმობს ამ თავდასხმას და „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტის გამოყენებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის აგრესიული ომის ჩიხში შესვლასა და მის დაუფიქრებელ ესკალაციაზე მიუთითებს. ჩვენი გადაწყვეტილება, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, გავაკეთოთ ყველაფერი სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად და გავაძლიეროთ ევროპის უსაფრთხოება, მხოლოდ ძლიერდება“, – წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში.რუსეთის მიერ უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე მიტანილ მასშტაბურ იერიშს გმობს გერმანიის კანცლერიც და კიევს მხარდაჭერას უცხადებს.„კიდევ ერთხელ გამოიყენეს „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემა. გერმანიის მთავრობა მკაცრად გმობს ამ დაუფიქრებელ ესკალაციას. გერმანია აგრძელებს უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას“, – წერს ფრიდრიხ მერცი სოციალურ ქსელში.
1779627600
"წმინდა სინოდის კრების მოწვევა პრეროგატივაა კათოლიკოს-პატრიარქის შიო მესამის. მას ჯერ ამის შესახებ ჩვენთვის არაფერი უთქვამს, ამიტომ ჯერჯერობით ვერაფერს მოგახსენებთ. პირადად მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, იყოს ეს ერთ-ერთი საკითხი, თუმცა ისევ და ისევ ვიმეორებ, ეს პრეროგატივაა პატრიარქის.მე ამაზე მისაუბრია კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს სიცოცხლეში, მოსაყდრესაც უსაბრია, ცალკე მღვდელმთავრებსაც გვისაუბრია და ეს საუბრები გრძელდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შედეგი უნდა ვიხილოთ. ჩვენი დიდი სურვილია, ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება და აღდგეს მშვიდობა და ერთსულოვნება. ორივე მხრიდან არის საჭირო ურთიერთპატივისცემა, პირველ რიგში და ჩემი აზრით, ეს პატივისცემა გახდება საწინდარი. არა შეურაცხყოფა, არა უპატივცემულობა", - განაცხადა მეუფე დანიელმა "ტვ პირველთან".
1779626724
კახა კალაძემ საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორ ლიკა ჭკუასელთან ერთად დაათვალიერა გამოფენა-ბაზრობა, რომელშიც, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური გალერეები და დამოუკიდებელი ხელოვანები მონაწილეობენ."თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის“ სტენდზე წარმოდგენილია ფონდის 2024–2026 წლების პროგრამის შეჯამება. კერძოდ, ასახულია როგორც შესრულებული პროექტები, ასევე მიმდინარე სიახლეები და ინიციატივები, რომლებიც 2026 წლის ბოლომდე განხორციელდება.საჯარო ხელოვნების ფონდის პროექტების მენეჯერის ელენე კაპანაძის თქმით, ასეთ სახელოვნებო ღონისძიებაში მონაწილეობა ფონდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.„ეს არის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება სახელოვნებო კალენდარში. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა გალერეა, სხვადასხვა თაობის ხელოვანები, მათ შორის არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი ხელოვანები. ვფიქრობ, „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდისთვის“ მნიშვნელოვანია ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება“, - აღნიშნა ელენე კაპანაძემ.ფონდის სტენდის ავტორია არქიტექტორი დავით ბროდსკი, ხოლო დიზაინი და ექსპოზიცია შთაგონებულია შოთა იათაშვილის ლექსით „დიაგონალი“. საერთაშორისო ბაზრობა Tbilisi Art Fair-2026 დღეს დაიხურება.
"ჯერ საქართველოს" დამფუძნებლები თანამოაზრეებს და მხარდამჭერებს შეხვდნენ
1779549314
"დაღუპული ბავშვებიდან ოთხი ჩემი ყოფილი მოსწავლეა, ამ ყველაფერზე "თვალის დახუჭვა" როდემდე უნდა გაგრძელდეს?"
1778767044
112-ის დირექტორმა თანამდებობა დატოვა
1779392103
ახალი პატრიარქი შიო III აღსაყდრდა
1778574215
17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
1778960089