ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები. ისინი სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.