ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რეგიონებში მანიფესტის მსვლელობას დროებით აჩერებს.

"ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, დროებით ვაჩერებთ ჩვენი მანიფესტის მსვლელობას გორში და რეგიონებში. თეატრი უსამძიმრებს გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. მათი ტკივილი ყველა ჩვენგანის ტკივილია", - აღნიშნულია თეატრის განცხადებაში.

15 თებერვალს ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე 5 და 7 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ და დაიღუპნენ.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.