მზად ვარ, დავუდგე თავდებში ჩემ კოლეგას და დიდი ხნის მეგობარს, სახელოვან პედიატრს გიორგი ჩახუნაშვილს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი რამაზ ყურაშვილი წერს.

71 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი 9 ოქტომბერს საკუთარ სახლში 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დააკავეს.

მედიკოსს მხარდაჭერა და სოლიდარობა სამედიცინო სფეროს არაერთმა წარმომადგენელმა გამოუცხადა.