კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გამოკითხვაზე იმყოფება, სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.

არსებული ინფორმაციით, გამოკითხვის პროცესში ბაჩო ახალაია შეუძლოდ გახდა, რის გამოც უწყებაში გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და გაეწია შესაბამისი დახმარება.

ამ დროისთვის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ბაჩო ახალაიას გამოკითხვა გრძელდება.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე 13:00 საათიდან იმყოფება. ის 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით დაიბარეს.

პარალელურად ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სუსში ტყეში ნაპოვნი საბრძოლო მასალის საქმეზეა დაბარებული.