ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულ 5 ბავშვს დღეს დაკრძალავენ.

ხანძარი 5 იანვარს დილით გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვების ბებიას ღუმლის ანთებისას ბენზინი ნავთში აერია, რის შედეგადაც სახლს ცეცხლი მოედო.

ბავშვები, რომელთაგან ყველაზე უფროსი 7 წლის იყო, უმცროსი კი რამდენიმე თვის, ადგილზევე დაიღუპნენ.

დაშავებული ქალი სამკურნალოდ ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი.

9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.