თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული გიორგი გორგაძე შეუძლოდ გახდა.

გორგაძე სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს. ამ წუთებში პროცესი შეჩერებულია.

სხდომის დარბაზი პროცესის განახლებამდე ყველა პირს დაატოვებინეს. 

დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობა ედებათ ბრალად, რაც  თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.