საპროტესტო აქციებზე დაზარალებულების დასახმარებლად ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ქართველი მომღერლების კონცერტი გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: მარიამ კახელიშვილი, სოფო ბათილაშვილი, ნინი გველესიანი, ფანიკო, თაკო კაკალაშვილი, ნუცა თოფურია, გიორგი ცხადაძე, რეზი ქარცივაძე, თათია ჯიქიძე, ბონდო გოგია (ოპერის მომღერალი გერმანიიდან), თამადა.

ბილეთებიდან შემოსული სრული თანხა გადაერიცხება აქციების დროს დაზარალებული ახალგაზრდების ოჯახებს.

კონცერტი 26 იანვარი, 16:00 საათზე, Kavka Oudaan-ში გაიმართება.