თბილისში საყოველთაო გაფიცვა - "იფიცება საქართველო" დაიწყო.

მოქალაქეები სხვადასხვა ადგილას იკრიბებიან და საპროტესტო მსვლელობას იწყებენ.

საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა 15:00 საათზე დაიწყო და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

გაფიცვას უერთდებიან კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები თუ სხვა ბიზნესჯგუფები.

გაფიცულთა რიცხვი 296-მდეა.

როგორც მოქალაქეები აცხადებენ, ამ პროტესტის ფორმის მიზანი ხელისუფლების გაფრთხილებაა. ისინი ხელახალ არჩევნებს და დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.