აქციის მონაწილე სტუდენტების ნაწილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობაში შევიდა.

სტუდენტების თქმით, მათი გეგმაა, რომ შენობაში დარჩნენ იქამდე, სანამ რექტორი ჯაბა სამუშია თანამდებობას არ დატოვებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაბა სამუშიას გადადგომა სტუდენტებმა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც გავრცელდა კადრები, რომ 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დაშლამდე საპოლიციო ძალების ნაწილი თსუ-ის ეზოში შევიდა.

ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გრძელდება.