თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. 

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი.

შსს-მ გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.