თბილისში მეორე დღეა, ორ დაკარგულ ბავშვს ეძებენ. ამის შესახებ ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ.

ახლობლების ინფორმაციით, ბავშვები 31-ე საჯარო სკოლის ტერიტორიიდან გავიდნენ და სახლში არ დაბრუნებულან.

"გუშინ 14:00 საათის შემდეგ დაკარგულია მეექვსე კლასელი ბავშვი (ილიას კლასელი) - 31-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან. გააზიარეთ თუ ვინმე ხართ ჩუღურეთის, ავლაბრის და ნაძალადევის ჯგუფებში! ბარბარე ლაფაჩი. სკოლიდან სახლში არ დაბრუნებულა. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ფოტოს და დაუყოვნებლივ დამიკავშირდით", - წერს ახლობელი.

"თეკლა დაიკარგა. თუ სადმე ნახეთ მომწერეთ გთხოვთ", - წერს მეორე დაკარგული ბავშვის ახლობელი.