უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი კახა თილიძე სამშობლოში ჩამოასვენეს. 

კახა თილიძე ზაპოროჟიეს მიმართულებაზე ბრძოლებისას დაიღუპა.

ის პროფესიონალი სამხედრო იყო, საქართველოს ძალოვან უწყებაში 11 წელი მსახურობდა, მონაწილეობდა 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომშიც, წვრთნიდა და ამზადებდა უკრაინელ ოფიცრებს.

ბოლოს უცხოელებით დაკომპლექტებულ უკრაინულ დანაყოფში ირიცხებოდა.

უკრაინაში საბრძოლველად წასვლამდე, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა.