პაციენტმა თანხმობა განაცხადა, რომ მონიტორინგის პროცესი კლინიკის პირობებში გაგრძელდეს, - ამის შესახებ "ვივამედის" დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მზია ამაღლობელის მდგომარეობა უცვლელი რჩება.

"მისი ზოგადი მდგომარეობა რჩება იგივე. ძირითადად უჩივის ზოგად საერთო სისუსტეს და პაციენტს უგრძელდება მონიტორინგის პროცესი, მხარდამჭერი თერაპია. იცით, რომ ჩატარდა საკონტროლო დამატებითი ლაბორატორიული კვლევები. 

შედეგების ნახვის შემდგომ მას აეხსნა მოსალოდნელი გართულებების შესახებ და პაციენტმა თანხმობა განაცხადა, რომ მონიტორინგის პროცესი კლინიკის პირობებში გაგრძელდეს", – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს. დაკავების დღიდან მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.