იყო მუქარა, გინება და შემდეგ დაცვამ გამიყვანა. რაღაც ნივთი მომარტყეს, რომლითაც სათვალე გატყდა. მერე ნომრიდან ჩამოვედი და დავინახე, რომ გიორგი გახარია მძიმე დღეში იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ მასზე და გიორგი გახარიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მასთან დიმიტრი სამხარაძეც მივიდა.

"სასტუმრო "შერატონის" ფოიეში ვიჯექი. რამდენიმე მაგიდასთან დავინახე ადამიანები სვამდნენ. დავინახე, რომ აქ, პირდაპირ როიალთან მოვიდა თანმხლებ ქალბატონთან ერთად დიმიტრი სამხარაძე. მერე მივიდა მაგიდასთან, მერე წამოვიდა ჩემთან და მითხრა - მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე. დაიწყო "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ გინება, რაზეც არანაირი რეაქცია არ მქონია. წავიდა, მივიდა კარებთან, დაბრუნდა, შემოვიდა, "რა თქვი ბიჭო, შენ ოცნებაზე, ვის აგინებო". დაიწყო  გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა. დავინახე, რომ იმ მაგიდიდან აიშალნენ ადამიანები,  დაახლოებით, 10-12 კაცი იქნებოდა. იყო მუქარა, გინება და შემდეგ დაცვამ გამიყვანა. რაღაც ნივთი მომარტყეს, რომლითაც სათვალე გატყდა. მერე ნომრიდან ჩამოვედი და დავინახე, რომ გიორგი გახარია მძიმე დღეში იყო", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.