ბოროტებაა, როცა ქალების ფეხბურთის წარმატების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი კაცი ფეხბურთელი ამბობს, რომ “ფეხბურთი ქალების საქმე არ არის”, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე წერს.

"იმის მაგივრად, რომ სპორტის პოპულარიზაციას ეწეოდეს, უაღრესად დიდ სისულელეს ამბობს და ქართველი ფეხბურთელი გოგოების წარმატებაზე სექსისტური ამრეზით ლაპარაკობს.

ჩვენც არ გვაინტერესებს ფუტურო კაცების “სიბრძნეები” და პოლიტიკა, ზოგადად, ტვინცარიელების საქმე უფრო არ არის", - წერს დეკანოიძე.