სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა "სირცხვილიას“ წევრი გიგა მაქარაშვილი დნიპროში ჩავიდა, სადაც რამდენიმე დღის წინ რუსების სარაკეტო თავდასხმას 40-ზე ადამიანის, მათ შორის ქართველი მებრძოლის ოჯახი ემსხვერპლა.

"ჯოჯოხეთი ვნახე საკუთარი თვალით, ხალხო.

მთელი სხეული მიკანკალებდა, რომ მივუახლოვდი, მერე ძლივს ძალა მოვიკრიბე, გადმოვცალე თქვენი გამოგზავნილი დახმარება და რომ გაიგეს, საქართველოდან ვარ, აღარ გამომიშვეს.

დიდხანს ვიტირეთ ცრემლდამშრალმა ხალხმა!

ჩვენი მებრძოლის ოჯახის და საქართველოს სიყვარულის ნიშნად, გლოვის მთავარ ადგილას ჩვენი დროშა დაკიდეს.

დიდება უკრაინას!

დიდება საქართველოს!

დიდება გმირებს“, – წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.