ქვეყანაში, სადაც ფემიციდი მძვინვარებს და ქალებს პოლიტიკაში მონაწილეობა კი არა, ხშირად განათლების და მუშაობის უფლებაც არ აქვთ - გენდერული კვოტირების გაუქმებაზე მსჯელობაც კი მავნებლობაა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე წერს.

"ქვეყანაში ყველა პრობლემა მოგვარებულა: სიღარიბე, სასამართლო, კლეპტოკრატია და კორუფცია, ამიტომ ქალებს მივადგეთ და “ჩავჩეხოთ”.

გვახსოვდეს: პარტიებში ქალებს არ აქვთ ძალაუფლება, არც ფული და არც ისეთი შიდა დემოკრატია ყვავის, რომ მათი მონაწილეობა ღირსეულად დაფასდეს", - წერს დეკანოიძე.