ამერიკაში ძალიან კარგად იციან ვინ რას ჩალიჩობს საქართველოში რუსებთან. დეტალური ინფორმაცია აქვთ და თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაღაც მაინც არ იციან, ისიც იციან, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დავით ზურაბიშვილი წერს.

"ესე იგი ამ ოთარ ფარცხალაძეზე ვიცოდით, რომ ბოტასების ქურდი იყო, გერმანიაში ნასამართლევი, უდიპლომო იურისტი, პროკურატურის არაფორმალური მმართველი, კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული, ქოლცენტრების "კრიშა", ბერას ნათელ-მირონი და ბიძინასგან განსაკუთრებული ნდობის მანდატით აღჭურვილი, რის გამოც უბატონოდ ხმას ვერავინ სცემდა და მინისტრის "პადვალში" "დაკაჩავებაც" შერჩა ხახვივით და გენერალური აუდიტორის საჯაროდ ცემაც, პლუს მულტიმილიონერი და მიწების მფლობელი, მაგრამ რუსეთის აგენტი თუ იყო, ამის თაობაზე არასდროს არავის უთქვამს არაფერი. თვით ყველაზე რადიკალი ნაცისგანაც კი არასდროს გაჟღერებულა მსგავსი ბრალდება. ამიტომ ამერიკის ადმინისტრაციის ინფო ფარცხალაძის კავშირებზე რუსულ სპეცსამსახურებთან, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო.

და რა გამოდის აქედან? ის, რომ ამერიკაში ძალიან კარგად იციან ვინ რას ჩალიჩობს საქართველოში რუსებთან. დეტალური ინფორმაცია აქვთ და თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაღაც მაინც არ იციან, ისიც იციან.

ასე რომ, თუ ვინმეს რეიგანივით დაავიწყდა ქართული ანდაზა, მულო შენ გეუბნები რძალო შენ გაიგონეო, დროა გაიხსენოს", - წერს ზურაბიშვილი.