საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა "ვივამედში" საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

"ორი წელიწადი დამჭირდა მანამ, სანამ ფსიქოლოგიურად შემეძლო მიშას მონახულება. დღეს შედგა ჩვენი ხანგრძლივი შეხვედრა და გულწრფელი საუბარი. ვუსურვებ მას თავისუფლებას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. ჩვენ ერთად აღარ ვართ", - წერს რულოვსი სოციალურ ქსელში.