უეფას ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას შეხვდა და მიხაილო მუდრიკის გოლით 0:1 დამარცხდა.

B1 ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში, რომელსაც პოლონეთის ქალაქმა პოზნანმა უმასპინძლა, ერთმანეთს ლიდერი და აუტსაიდერი დაუპირისპირდნენ.

სერგეი რებროვის გუნდმა ერთა ლიგის ახალი სეზონი ალბანეთთან (1:2) და ჩეხეთთან (2:3) მარცხით დაიწყო.

ვილი სანიოლის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა კი ჯერ ჩეხეთს 4:1 მოუგო, ხოლო შემდეგ ალბანეთს 1:0 სძლია და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებდა.

3 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფში ისევ პირველ ადგილზეა და ჩეხებს (6) დამატებითი მაჩვენებლებით ასწრებს.