საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე გავიდა. პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველო ვენესუელის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 70:59 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე ასპარეზს უკვე ფილიპინებზე, K ჯგუფში გააგრძელებს, სადაც მისი მეტოქეები სლოვენია, გერმანია და ავსტრალია იქნებიან.

შემდეგ თამაშს საქართველოს ნაკრები 1 სექტემბერს, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს.