უკრაინის ნაკრებმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის წინ ფინალურ საკვალიფიკაციო პლეიოფში ისლანდიის ნაკრებთან გაიმარჯვა.

უკრაინა-ისლანდიის მატჩი 2:1 დასრულდა. გოლები ციგანკოვმა, მუდრიკოვმა და გუდმუნდსონმა გაიტანეს.

უკრაინის ნაკრებს გამარჯვება პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიულოცა.

"მადლობა ბიჭებო! გმადლობთ მთელი ქვეყნისთვის მონიჭებული უსაზღვრო ემოციებისთვის. აბსოლუტური გამარჯვებისთვის და ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის.

კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად: როცა უკრაინელებს უჭირთ, მაგრამ არ ნებდებიან და ბრძოლას აგრძელებენ, მაშინ აუცილებლად იმარჯვებენ.

ჩვენ ყოველდღე ვამტკიცებთ: უკრაინელები არიან და იქნებიან! უკრაინა არის და იქნება! მადლობა გამარჯვებისთვის! დიდება უკრაინას!" - წერს ზელენსკი.

26 მარტს თბილისში, "დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ თამაშში საბერძნეთის ეროვნული ნაკრები პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.