ექსკლუზივი

პოლიტიკა

ბიზნესი და ეკონომიკა

თიბისის მხარდაჭერით, თბილისი ჰილსში განსხვავებული კონცეფციის აპარტამენტების მშენებლობა იწყება

1711614151

ტერიტორიაზე ახალი აპარტამენტების 3 ოთხსართულიანი შენობა აშენდება. თითოეულ შენობაში კი 44 აპარტამენტი იქნება.თბილისი ჰილსის ახალი აპარტამენტები მომავალი მცხოვრებლების სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული, საერთაშორისო სტანდარტების, თანამედროვე საცხოვრებელი სივრცე იქნება.პროექტს სამი ფაქტორი გამოარჩევს: პირადი სივრცის განცდა, უმაღლესი ხარისხის სტანდარტები და რეკრეაციული სივრცეები.პირადი სივრცის განცდათითოეულ აპარტამენტში 3.4-3.6 მეტრი სიგრძის სლაიდური ვიტრაჟები სივრცის შეგრძნებას შეუწყობს ხელს. იზოლირებული აივნები და ხმაგაუმტარი კედლები კი მცხოვრებლების პირად სივრცეს უზრუნველყოფს.აპარტამენტების დიდი ტერასები იძლევა საშუალებას რეკრეაციული გარემოს შესაქმნელად და მცენარეების გასამრავლებლად. რამდენიმე ტერასაზე, სურვილის შემთხვევაში, გამოყოფილი იქნება ადგილი აუზისთვისაც. არასასურველი მზის სხივებისგან დასაცავად კი, თითოეული ტერასა აღჭურვილი იქნება საჩრდილობელი სისტემით.მაღალი ხარისხის სტანდარტებიაპარტამენტების მშენებლობისას, გამოყენებული იქნება უმაღლესი ხარისხის ევროპული სამშენებლო მასალა. პროექტში გათვალისწინებული იქნება გამართული ინფრასტრუქტურა, სახანძრო უსაფრთხოება და ლიფტი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვისაც. ყოველი შენობის მიწისქვეშა სართული დაეთმობა პარკინგს, სადაც ასევე მოეწყობა სპეციალური სივრცეები და სათავსოები მაცხოვრებლების ნივთების შესანახად.აპარტამენტები ბარდება თეთრი კარკასის კონდიციით, ინტერიერის პროექტირება კი, საშუალებას იძლევა შეიქმნას დახვეწილი და გამორჩეული დიზაინი.რეკრეაციული სივრცეებითბილისი ჰილსის აპარტამენტებს მზის ელემენტებზე მომუშავე, თვითგაგრილებადი ატრიუმიც გამოარჩევს, რომელიც კომფორტული ავეჯითა და მცენარეებით აღჭურვილი, მოსასვენებელი სივრცე იქნება აპარტამენტებს შორის.აპარტამენტების წინ, რეკრეაციული ზონაც მოეწყობა, რომელიც გააერთიანებს: სტადიონს, პარკს, ბავშვთა გასართობ კუთხეს და სხვა. ასევე, კომპლექსის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ საქართველოში გოლფის პირველი პროფესიონალური მოედნებით.იმისათვის, რომ მაცხოვრებლების ყოველდღიურობა მაქსიმალურად კომფორტული იყოს, აპარტამენტებთან ახლოს აშენდება კომერციული სივრცე, სადაც განთავსდება მაღაზიები, აფთიაქი, კაფე და სხვა.პროექტის შესახებ დამატებით დეტალებს გაეცანით ბმულებზე:https://www.facebook.com/TbilisiHillsGolfResidenceshttps://tbilisihills.com/index_ge.html 

თიბისის შეხვედრები "გლობალური ფულის კვირეულის" ფარგლებში

1711613780

კამპანია „გლობალური ფულის კვირეული“ საქართველოში, ეროვნული ბანკის ინიციატივით, უკვე მეათედ ჩატარდა. მსოფლიოში კი, კვირეული 2012 წლიდან 170-ზე მეტ ქვეყანაში, ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება. მისი მთავარი მიზანი, ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებისა და ამ მიმართულებების პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.თიბისი, ყოველწლიურად, აქტიურადაა ჩართული კვირეულში და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიებს ატარებს, როგორც სოციალური ქსელებში ასევე, ფიზიკურ გარემოში.გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და მასთან არსებულ, ფინანსური განათლების პლატფორმა - ფინედუსთან ერთად, თიბისი მონაწილეობს მოსწავლეთა და მასწავლებლების სხვადასხვა შემეცნებით-საინფორმაციო კამპანიებში.

ხუთშაბათის შეხვედრების ფოკუსში თაობა Z იქნება

1711547429

დაინტერესებულ პირებს რიგით მეხუთე ღონისძიებაზე თიბისი ბიზნესისთვის ახალი თემით უბრუნდება -  თაობა Z რა ვიცით და რა არ ვიცით მათზე?დისკუსიის მთავარი ფოკუსი თაობა Z იქნება. დღეს ორგანიზაციები და ბრენდები საინტერესო გამოწვევის წინაშე დგანან, სხვადასხვა თაობის ადამიანებს ერთ სივრცეში და გარემოში უწევთ მუშაობა. როგორ შეიცვალა დრო? როგორ უნდა ვადაპტირდეთ ახალი რეალობისთვის? რა უნდა გავითვალისწინოთ და რა არ უნდა გავითვალისწინოთ. მითები და რეალობა თაობა Z-ის შესახებ.დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: მედეა ტაბატაძე ინსორსის მმართველი დირექტორი, ბესო კაჭარავა - პოსტრედის დამფუძნებელი და გვანცა მურღვლიანი - თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის ლიდერი.“ხუთშაბათის შეხვედრების” მიზანია წარმოაჩინოს სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესები, სპეციფიკაციები და ბაზარზე არსებული მოთამაშეების განსხვავებული სტრატეგიები ბიზნესის სხვადასხვა საჭიროებებზე.სარეგისტრაციო ლინკი: https://forms.gle/MhypuaReC5EFNypu9

"საქართველოს ბანკის" ბიზნესკურსს 4 ახალი კურსი დაემატა

1711458357

აღსანიშნავია, რომ სამი კურსი ბიზნეს პროცესების გაციფრულება, ონლაინ გაყიდვები და ბრენდინგი - მომზადდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროკავშირის მხარდაჭერით - კონსულტაციები მცირე და საშუალო ბიზნესისათვის პროგრამის ფარგლებში.საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმა ყველა იმ მიმართულებას ფარავს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარებისთვის სჭირდება, მათ შორისაა გაყიდვები, ფინანსები, მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა საკითხები. პლატფორმაზე კურსები ვიდეოგაკვეთილების სახითაა განთავსებული, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, სასურველ თემაზე ცოდნა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან მიიღოს. ჯამში ონლაინ პლატფორმაზე 45 კურსია ხელმისაწვდომი, გასულ წელს კი სხვადასხვა კურსი 20 000-მდე მომხმარებელმა გაიარა. კურსების გარდა, პლატფორმაზე ხელმისაწვდომია მასტერკლასებიც - სპეციალური პროგრამები ახლად შექმნილი კომპანიებისთვის, რომლებსაც ბიზნესის დაგეგმვისა და განვითარებისთვის საბაზისო ინფორმაცია სჭირდებათ.ბიზნეს პროცესების გაციფრულება ერთ-ერთია ახალი კურსებიდან, რომელთა გავლა უკვე შესაძლებელია Businesscourse.ge-ზე. მას ირმა ბერძენიშვილი უძღვება და დაინტერესებულ პირებს აძლევს ინფორმაციას ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ სააღრიცხვო სისტემებზე, ქლაუდ გადაწყვეტებსა და რობოტიზაციაზე.ონლაინ გაყიდვების კურსზე კრეატიული სააგენტო FCB Artgroup Tbilisi-ის მმართველი მენეჯერი, ანი ზაქარეიშვილი ელექტრონული კომერციის მზარდ ტენდენციებს მიმოიხილავს.ბრენდინგის კურსის ავტორი კი ალექს ჩიქოვანი, Live Branding-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. იგი მონაწილეებს უზიარებს ინფორმაციას ბრენდის მშენებლობის, საკომუნიკაციო გზავნილების, დიზაინის შექმნის და სხვა საკითხებზე.გაყიდვები პრაქტიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის, საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის ან გაყიდვების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვისაა და მას ნანა აბურჯანიძე, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "სოლუშენერის“ დამფუძნებელი უძღვება."მოხარული ვართ, რომ EBRD-სა და ევროკავშირთან ერთად, გვაქვს შესაძლებლობა, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებს, ისე სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება, მხარი დავუჭიროთ განვითარებაში და დავეხმაროთ ახალი მიდგომების დანერგვაში. ვამაყობთ, რომ ბიზნესკურსის მიმართ დაინტერესება მუდმივად იზრდება. ჩვენ არ ვჩერდებით და უახლოეს პერიოდში კიდევ არაერთ ახალ კურსს შევთავაზებთ მომხმარებლებს“, - ამბობს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.კურსებისა და მასტერკლასების სანახავად ესტუმრეთ ვებსაიტს Businesscourse.ge. 

ომი უკრაინაში

საზოგადოება

ყველა სიახლე
"საჭიროა მიშამ დადოს არქიტექტურა, როგორ წარმოუდგენია "ნაცური" პარტიების გასვლა პარლამენტში, რომ 1 000 პარტია არ იყოს ნომინალურად"

1711632041

მისი თქმით, არჩევნებზე ცალ-ცალკე პარტიების გასვლა ყველასთვის პრობლემურია, განსაკუთრებით "ნაცურ" პარტიებში."ნაცები“ რომ გადიან შვიდი პარტიით, მიშა ეუბნება, მოდით, ერთი პარტიით გავიდეთო. ეს მიმართულება სწორია, მაგრამ თან უნდა იყოს სათანადო წინადადება, შენ გაძლევ ამდენ ადგილს სიაში, შენ ამდენს და ასე შემდეგ. სხვაგვარად არავინ ენდობა ერთმანეთს "ნაცებში“ და ამისთვის საჭიროა, რომ მიშამ დადოს არქიტექტურა, როგორ წარმოუდგენია "ნაცური“ პარტიების გასვლა პარლამენტში, რომ 1 000 პარტია არ იყოს ნომინალურად.სინამდვილეში, ან ყველა „ქოცია“, ან ყველა "ნაცია" და მოგეხსენებათ, ორი „გირჩი“ ვართ. ამიტომ, ყველა არჩევნებში თითო პარტიით უნდა გავიდეთ "ნაცებიც", "ქოცებიც", "გირჩებიც", ცალ-ცალკე პარტიების გასვლა ყველასთვის პრობლემურია, განსაკუთრებით ეს პრობლემა დგას "ნაცურ" პარტიებში. ორი პარტიით თუ გავლენ არჩევნებზე, ალბათ, ორივე გადალახავს ბარიერს, მაგრამ დღევანდელივით შვიდი პარტიით თუ გავლენ, ერთი გადალახავს, რომელსაც მიშა დაუჭერს მხარს", – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ირაკლი კობახიძე 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

1711624844

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერი სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა.5 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სხვა იდენტიფიცირებულ პირებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.     

ირაკლი კობახიძე უნგრეთის ელჩს შეხვდა

1711618575

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა უნგრეთის მხარეს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ნათლად დაადასტურა ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი."პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთი განაგრძობს საქართველოს გვერდში დგომას ამ მიმართულებით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ახალ ეტაპზე გადასვლას და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ისახავს მიზნად.  ხაზგასმით აღინიშნა უნგრეთის, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, მხარდაჭერის მნიშვნელობა ამ პროცესში.მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის სექტორული კავშირების შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობა. აღინიშნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობა, მათ შორის, ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, განათლებისა და კულტურის მიმართულებებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია სახელწოდებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს

1711617928

მას შემდეგ, რაც პარტია დეპუტატების უმრავლესობამ დატოვა, მათ კანონის შესაბამისად გადაწყვიტეს რომ ფრაქციისთვის სახელი შეეცვალათ და მას "პროგრესი" დაარქვეს.მისი წევრები ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პარტია "ახალს" უერთდებიან."პროგრესის" წევრები აცხადებენ, რომ ახლა ისინი ახალი იდეებით შეუდგებიან მუშაობას."ამ დროისათვის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" გაუქმდა საკრებულოში, დაარსდა ახალი პლატფორმა, რომელსაც შეუერთდნენ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში". ფრაქცია ჩვეულებრივ აგრძელებს  საქმიანობას, ის შეუერთდა ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას, მათ პარტია "ახალს" ახალი იდეებით, ახალი მოძრაობით, ახალი სულისკვეთებით. ვიმუშავებთ საქართველოსთვის, ქუთაისისთვის. ეს ფრაქცია იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ის ღირებულებები და ფასეულობები, რასაც ჰქვია საქართველო და საქართველო ოლიგარქიის გარეშე", - განაცხადა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "პროგრესის" წევრმა გიორგი კილაძემ.პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩენილები ქუთაისის საკრებულოში საქმიანობას უფრაქციო დეპუტატებად გააგრძელებენ."ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები აღნიშნულ საკითზე კომენტარს არ აკეთებენ. მათი თქმით, ისინი ოპოზიციაში პოლიტიკური კინკლაობის ნაცვლად, "ქართულ ოცნებასთან" ბრძოლით არიან დაკავებული.

შალვა პაპუაშვილი - უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ ევროკავშირს და ეს ნდობა გაგვიცრუა

1711617397

მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს კითხვები, რა დგას ამის უკან, როდესაც ეუბნებიან, რომ მოსამართლეები ქართველმა ხალხმა კი არ უნდა აირჩიოს, უნდა ჩამოვიდეს ვიღაც უცხოელი."გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ უნდა მოხდეს ვეტინგი უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. ერთი, რომ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს დამოუკიდებლობას, ეწინააღმდეგება იმას, თუ როგორ ხედავს ქართველი ხალხი საკუთარ თავს. ჩვენ ვართ სახელმწიფო, არ ვართ რაღაც წარმონაქმნი, რომელსაც არ აქვს იმის უნარი, რომ საკუთარი საკითხები თავად გადაწყვიტოს. უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, თუ სხვადასხვა სურვილის გამოთქმით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ჩვენ ვენდეთ ევროკავშირს და ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, ევროკავშირმა ეს ნდობა გაგვიცრუა.ვნახეთ, რომ ფაქტობრივად სპეცოპერაციას აწყობდნენ მიხეილ სააკაშვილთან, წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა და ამასთან დაკავშირებით რაიმე დამაჯერებელი განმარტებაც კი არ იკადრა მხარემ, ვინც ისინი გამოაგზავნა. ნდობას როდესაც ასე შეარყევ და ევროკავშირიც იყო ამაში ჩართული, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კითხვები, რა დგას ამის უკან, როდესაც გვეუბნებიან, რომ თურმე მოსამართლეები ქართველმა ხალხმა კი არ უნდა ავირჩიოთ, უნდა ჩამოვიდეს ვიღაც უცხოელი, ასეთი ტიპის ექსპერტები, რომლებიც წინდებით შემოიტანენ სახელსა და გვარებს, ვინ უნდა იყოს მოსამართლე და ვინ არა და წინდებით გაიტანენ გასაუბრების შინაარსს. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი განცხადებები კეთდება ქართულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღეიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს ავტობუსი მოემსახურება

1711609174

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსები შეისყიდა.ავტობუსების განრიგი ფრენებზე იქნება მორგებული და 1 გზის საფასური 5 ლარი იქნება. ანგარიშსწორება ნებისმიერი საბანკო ბარათის საშუალებით იქნება შესაძლებელი.ქუთაისის აეროპორტიდან შატლები ქალაქის ცენტრში მდებარე DMO იმერეთის ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით იმოძრავებენ და ისევ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დაბრუნდებიან", - აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.