10:30 საათზე - "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი უპასუხებს.

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 1

საკონტაქტო პირი: გიორგი დიაკონიძე - 598 154 213

10:30 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში კოლეჯ "სპექტრის" დირექტორის მათე ტაკიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საგაზაფხულო მიღება დაიწყო: რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები, პროგრამებზე მიღების ვადები, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიები".

მისამართი: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

 

11:00 საათზე - არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის“ დირექტორი ბაია პატარაია და იურისტი ნინო ანდრიაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ორგანიზაციის მიერ წარმოებულ სუროგაციასთან დაკავშირებულ ტრეფიკინგის საქმე

მისამართი: აკაკი გახოკიძის 11ა, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

 

11:00 საათზე - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2025 წლის მარტი.

მისამართი: ც. დადიანის #30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

10:00 საათზე - "2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი“ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (კორპუსი A, III სართული, ოთახი N304)

 

12:00 საათზე - ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

 

15:30 საათზე - საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩავა და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების: ორსანტიას, კოკისა და შამგონას მოსახლეობას შეხვდება.