არ მგონია, რომ კობახიძე ვერ ხვდებოდეს, რა უბედურებაშია დღეს, მაგრამ სხვა რა გზა აქვს, ის უნდა მიჰყვეს ოპერაციას, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კობახიძეს მანევრი არ აქვს, ის უფსკრულის პირას დგას.

"არ მგონია, რომ კობახიძე ვერ ხვდებოდეს, რა უბედურებაშია დღეს, მაგრამ სხვა რა გზა აქვს, ის უნდა მიჰყვეს ამ ოპერაციას. კობახიძეს მანევრი არ აქვს, ის უფსკრულის პირას დგას.

კობახიძე ნიჭიერი სოციოპატია. ის თავების მართვის ოსტატია. როდესაც მის მიმართ ბიძინა პრეტენზიებს გამოთქვამდა ხოლმე, ის ხელს სხვისკენ იშვერდა. ახლა ისე ლაგდება, რომ ვერავისკენ გაიშვერს ხელს, შესაბამისად, კობახიძე ხვდება პოზიციაში, რომელშიც ბიძინას პოლიტიკურადაც შეუძლია მისი განადგურება და სისტემის შიგნითაც ძალიან მარტივად გააკეთებს ამას.

რაღაც ეტაპზე გომელაურიც უნდა გავიდეს თამაშიდან", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.