იქნება ახალი. თუ იმავე ხარისხის არხი გვინდა, ეს იქნება იმავე გუნდის მიერ გაკეთებული არხი, სადაც არ იქნება მეწილე ის ადამიანი, ვინც ტელევიზიას ანულებს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ "მთავარ არხთან" დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არხი დახურული არ არის, მაგრამ პირველი მაისიდან შეუძლებელი იქნება იმის შენარჩუნება, რაც ახლა ეთერშია.

"მე საქმე მქონდა ყოველთვის ზაზა ოქუაშვილთან. ჩვენ რაღაც ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყეთ, ეს კაცი იყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მაგრამ დღეს ის აკეთებს ივანიშვილის საქმეს. მისგან ეს არის გასაკვირი. ჩემთვის, გულდასაწყვეტია მისი ქცევა.

როცა არხი იხურება, ყოველთვის იფიქრეთ იმაზე, ვის აწყობს საქართველოში "მთავარი არხის" დახურვა. პასუხი მკაფიოა - ბიძინა ივანიშვილს. 

ჯერჯერობით ეს არხი არ დახურულა, პირველი მაისიდან უბრალოდ, შეუძლებელი იქნება იმის შენარჩუნება, რაც ახლა ეთერშია. ფულს ვეღარ იხდის ხალხი. მე უნდა გადავუხადო, ვინმემ უნდა გადაიხადოს სერიალების ტრიალში ფული?! 

იქნება ახალი. თუ იმავე ხარისხის არხი გვინდა, ეს იქნება იმავე გუნდის მიერ გაკეთებული არხი, სადაც არ იქნება მეწილე ის ადამიანი, ვინც ტელევიზიას ანულებს. მე ზაზა ოქუაშვილს არხის ლოგოს და დასახელებას არ მივცემ. ჩემგან დამოუკიდებლად მას არ აქვს უფლება აიღოს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.