შევჯერდით, რომ ჩავატაროთ პლებისციტი, დავარეგისტრიროთ მილიონზე მეტი ადამიანი, ჩათვალეთ, რომ ეს მთავრობა ვერაფერს ვეღარ იზამს, - ამის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პლებისციტში სამი საკითხი იქნება დასმული.

"იდეაა, რომ ჩვენ თვითონ ვმართოთ ჩვენი ქვეყანა, რადგან ჩვენ უფრო გვაქვს ლეგიტიმაცია. შევჯერდით, რომ ჩავატაროთ პლებისციტი, დავარეგისტრიროთ მილიონზე მეტი ადამიანი, ჩათვალეთ, რომ ეს მთავრობა ვერაფერს ვეღარ იზამს, თვითონაც მიხვდება, რომ არაა უფლებამოსილი. პლებისციტში იქნება კითხვა - გინდათ თუ არა ახალი არჩევნები, გინდათ თუ არა, შეიცვალოს საარჩევნო კომისია და მესამე იქნება პატიმრების უპირობო გათავისუფლება. 

ვემზადებით 26-ისთვის, რომ კარგად შევხვდეთ რუსთაველზე ჩვენს გათავისუფლების დღეს და უნდა ვთხოვოთ ჩვენს პრეზიდენტს (სალომე ზურაბიშვილს), რომ გამოვიდეს სიტყვით. 

ყველა უნდა მოვემზადოთ, ჩვენ უბრალოდ 26 მაისზე დავიწყეთ ფიქრი, მთავრობამ აიღო და გადაიტანა რუსთაველიდან სხვა ადგილას ღონისძიება და ჩემი აზრით, სწორად მოიქცა", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.