15:00 საათზე - საქართველოს მასშტაბით, პოლიციის შენობებთან აქციები გაიმართება.
თემა: "პოლიციურ სისტემაზე გაბრაზებული ქალები და დედები თავიანთი შვილების ცემისა და უკანონო დაკავების წინააღმდეგ შეიკრიბებიან“.
15:00 საათზე - საქართველოს მასშტაბით, პოლიციის შენობებთან აქციები გაიმართება.
თემა: "პოლიციურ სისტემაზე გაბრაზებული ქალები და დედები თავიანთი შვილების ცემისა და უკანონო დაკავების წინააღმდეგ შეიკრიბებიან“.
1735216212
მისი თქმით, ყველა მებრძოლის გვერდით ხედავს თავს, რადგან ქართველი ხალხი რამაც ახლა გააერთიანა, ამ იდეას ჩაუყარა საფუძველი და მისი დაკარგვის საფრთხემ, სამშობლოში სიცოცხლის რისკის ფასად დააბრუნა."დიდებული ბრძოლის და თავდადების მომსწრე ვართ. ჩვენს თვალწინ დაიბადა ახალი, თანამედროვე, მოაზროვნე საზოგადოება, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია. ვაფასებ მათ მაღალ მოქალაქეობრივ თავდადებას. ბევრი რამ უსამართლო მესმის, მაგრამ საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პასუხს შეგნებულად თავს ვარიდებ, ამის დროც მოვა, თავისუფლებაზე ყოფნისას მექნება ამის შესაძლებლობა. მანამდე კი, ყოველი მებრძოლის გვერდით ვხედავ ჩემს თავს, რადგან ახლა რამაც გააერთიანა ქართველი ხალხი, ამ იდეას ჩავუყარე საფუძველი და მისი დაკარგვის საფრთხემ, სიცოცხლის რისკის ფასად, დამაბრუნა სამშობლოში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
1735215919
ბექაურმა ლომის ბოკვერის ზოოპარკში მიყვანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მის მიერ გავრცელებულმა ვიდეომ, როგორ ასეირნებდა ბოკვერს ვაკეში ავტომობილით, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. გაირკვა, რომ ეგზოტიკური ცხოველის ყოლას სპეციალური ნებართვა სჭირდება, მისი ქვეყანაში შემოყვანის გზები კი სავარაუდოდ არალეგალური იყო.ცხოველის მიყვანას ადასტურებს ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძეც. მისი თქმით, ცხოველის ჩაბარებას ესწრებოდა როგორც პატრონი, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც."მოვიდა ძალიან ცნობილი, ახალი ბინადარი, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და საბოლოოდ მოხვდა ჩვენთან. გავზრდით, მერე ალბათ ჩამოვუყვანთ მეწყვილეს. ჯერჯერობით სახელზე არ გვიფიქრია, ოფიციალური სახელი სიმბა ჰქვია, მაგრამ მულტფილმიდან გამომდინარე ხვადი ლომის სახელია, ეს ძუ გახლავთ. პატრონიც იყო მოსული, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც, ასე რომ ყველანაირი ფორმალობა, რაც ჩვენთვის საკმარისი იყო... დანარჩენი ვნახოთ, გარემოს დაცვის სამინისტროს ექნება ალბათ...ლომებს ვერ შევუერთებთ, რადგან ისინი არიან ზრდასრულები და მათ სხვის ნაშიერთან დაკავშირებით, ცოტა თავისებური დამოკიდებულება აქვთ, ადვილად არ იღებენ, ამიტომ მას ჯერჯერობით ცალკე ყოფნა მოუწევს", - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.
1735215704
მისი თქმით, რუსთაველზე ხალხი ბევრად უფრო დიდ და მნიშვნელოვან ღირებულებებს იცავს, სწორედ ამიტომ არის პროტესტი წარმატებული."პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს ატრიბუტიკა, მით უმეტეს შენობა, ლეგიტიმაციის წყარო ხალხის ნდობაა. პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, აუფასურებს პროტესტს. ხალხი რუსთაველზე ბევრად უფრო დიდ და მნიშვნელოვან ღირებულებებს იცავს, სწორედ ამიტომ არის პროტესტი წარმატებული. უნდა გავუფრთხილდეთ ხალხს! გამარჯვების რწმენას! ერთობას პროტესტის მიზნებისა და ფასეულობების ირგვლივ! მხოლოდ ასე გახდება პროტესტი ჭეშმარიტად ყოვლისმომცველი.1. უპირობოდ გაათავისუფლეთ უკანონოდ დაკავებული ყველა პოლიტიკური მძევალი! 2. დროულად გამოაცხადეთ ახალი არჩევნების კონკრეტული თარიღი!“, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.
1735214673
ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სასწრაფოს მანქანას მძიმე პაციენტი კლინიკაში გადაჰყავდა.არსებული ინფორმაციით, მომხდარის გამო, საჭირო გახდა სხვა ბრიგადის გამოძახება, რომლითაც პაციენტი, 60 წელს გადაცილებული მამაკაცი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ის კლინიკაში მიყვანამდე დაიღუპა.
1735214461
"ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
1735213165
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.დაპირისპირება სხდომაზე დასწრების საკითხს მოჰყვა. შენობაში არ შეუშვეს "ლაბორის" წარმომადგენლები, რომლის იურისტიც "ევოლუშენ ჯორჯიიდან" გათავისუფლებულების ინტერესებს იცავს. ისინი პროფკავშირების გამგეობის სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ."ლაბორის" წარმომადგენლების თქმით, პროფკავშირები მიტაცებული აქვს კონკრეტულ დაჯგუფებას, რომელიც დასაქმებულების ინტერესებს არ ითვალისწინებს.
1735212582
მისივე თქმით, "ქოცების ბიუჯეტს შეთანხმებულად ხმა მისცეს: ქოცებმა, ახლებმა და გახარიამ"."როდესაც სხვას მოუწოდებ დათმონ საკუთარი ხელფასები ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის, იგივე უნდა შეგეძლოს შენც.მიზეზი რატომაც მხარი დაუჭირეს "ოპოზიციურმა პარტიებმა" ქოცების ბიუჯეტს, ერთადერთია: საკუთარი უსაზღვროდ გაზრდილი ხელფასები, რომელიც უტოლდება 2020 წლის ხელფასებს პარლამენტში.ბიუჯეტი თუ ვერ დამტკიცდებოდა, მუნიციპალიტეტში პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალი იქნებოდა, რაც თავისთავად საფრთხეს შეუქმნიდა საკრებულოს ხელფასებს. სამაგიეროდ დაასუსტებდა "ქართულ ოცნებას" და შეუქმნიდა დიდ კრიზისს ზუგდიდის ქოც მერს და მერიას.თავის გამართლებები ვითომ სოციალური პროგრამების გამო მხარდაჭერა, ისეთივე ბლეფია, როგორც არგუმენტები, რომ პარლამენტში შესვლა "შიგნიდან რეჟიმის დასანგრევად" იყო საჭირო. ჯერ საკუთარ ხელფასებს შეელიეთ და მერე მოუწოდეთ სხვებს.ქოცების გარდა, ვერც ერთ ზუგდიდელს ვერ ნახავთ რომელიც ამ ბიუჯეტით კმაყოფილია.ერთობის სულისკვეთებიდან გამომდინარე, პატივს ვცემ ყველა ოპოზიციურ პარტიას, მაგრამ ასეთ შეცდომებს არ უნდა ვუშვებდეთ მეგობრებო", - წერს ანა წითლიძე.
1735211674
გავრცელებული ინფორმაციით, მას ცეცხლი ავტომობილიდან გაუხსნეს.დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით - 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ნოშრევან ნამორაძე თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს
1734954127
კოლსი - მტკიცება, რომ ეუთო/ოდირმა არჩევნებს ლეგიტიმაცია მიანიჭა, სიმართლეს ვერ დამალავს
1734854757
"მე ვაღიარე, რომ ვიყავი ჩვეულებრივი "ქოცი", მაგრამ ამას ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რაც დღეს ხდება"
1734003032
თბილისში "საახალწლო სოფელი" გაიხსნა
1734774841
გიგი წერეთელი - წამების კომიტეტი ჩართულია, მიმართვაც ჩვენი, ოპოზიციის მხრიდანაც იყო, ბუნებრივია, მუშაობა გაგრძელდება
1734599761