11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

11:30 საათზე - პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (C კორპუსი, V სართული)

 

12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

13:00 საათზე - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხსომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

 

13:00 საათზე - პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი,V სართული)

 

15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

 

19:00 საათზე - ტოტო მიქავა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ახალ, სულიერ და სიმბოლურ ვიზუალურ ინტერპრეტაციას წარადგენს.

მისამართი: თბილისის სამხატვრო აკადემია