აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისთვის გადაცემა წარმოადგენს არაჰუმანურ და ამორალურ ნაბიჯს, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

"მიუხედავად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომელიც კრძალავდა აზერბაიჯანელი აქტივისტის, სადიგოვის ექსტრადიციას, მისი ამ ქვეყნისათვის გადაცემა წარმოადგენს არაჰუმანურ და ამორალურ ნაბიჯს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს “ოცნების” ხელისუფლების უსუსურობას, უარი ვერ გაუბედოს მეზობელი ავტორიტარული ქვეყნის ხელისუფლების მოთხოვნას.

საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეული და უმეგობროდ დარჩენილი “ოცნების” მმართველობა ასუსტებს ქვეყანას, აზიანებს მის საერთაშორისო რეპუტაციას, რაც საბოლოო ჯამში მძიმედ აისახება ქვეყნის მოქალაქეების მომავალზე", - წერს გოცირიძე.

შსს-ს ინფორმაციით, აფგან სადიგოვს სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.