11:00 საათზე - პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616

(C კორპუსი, VI სართული)

11:30 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი კომენტარს გააკეთებს.

საკონტაქტო პირი: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

 

11:45 საათზე - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

(C კორპუსი, V სართული)

 

12:00 საათზე - პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N532

(C კორპუსი, V სართული)

 

12:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

 

12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში “7 ნოემბრის საქმეზე” საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები დაესწრებიან.

სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი გააკეთებს კომენტარს.

საკონტაქტო პირი: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

 

13:00 საათზე - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

(C კორპუსი, V სართული)