საქართველოს მთავრობის 2026 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება  გაიზარდა. შეღავათი მიზნად ისახავს მოსახლეობის აღნიშნული ჯგუფებისთვის კომუნალური ხარჯების შემსუბუქებას.

"თელმიკოს" ინფორმაციით, მთავრობის დადგენილება გაზრდილი სუბსიდიის შესახებ 2026 წლის 1 აპრილიდან  ამოქმედდა და შესაბამისად აპრილის თვეში დარიცხულ ელექტროენერგიის გადასახადსაც ითვალისწინებს.

ინფორმაციისთვის სუბსიდიის მოცულობა შემდეგნაირად გადანაწილდა:

· ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია, დამატებით - 5 თეთრი დაუსუბსიდირდებათ. ჯამში ისინი, დახმარების სახით, მიიღებენ 2020 წლის დეკემბერსა და 2015 წლის ივლისში არსებული სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას დამატებულ 1 კვტ-სთ-ზე 8.5 თეთრს - ამ დრომდე ეს მაჩვენებელი 1კვტ-სთ-ზე 3.5 თეთრს შეადგენდა.

· ის ოჯახები რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა, 200 კვტ-სთ-ის ელექტროენერგიას 1 კვტ-სთ-ზე 8.5 თეთრის ოდენობით სუბსიდიას მიიღებენ - ამ დრომდე ეს მაჩვენებელი კვტ-სთ-ზე 3.5 თეთრს შეადგენდა.

მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებს არ ესაჭიროებათ არანაირი დამატებითი საბუთის წარდგენა კომპანია "თელმიკოში“. აპრილის თვის სუბსიდია ავტომატურად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, უახლოეს პერიოდში აისახება.