ვერძი

გამორიცხული არ არის ახალი რომანტიკული გატაცება. პლანეტები გირჩევენ ყურადღება მიაქციოთ ახალ ბიზნესწინადადებას და თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობის, ლაშქრობისა და ვარჯიშისთვის.

კურო

ჩანაფიქრს აუცილებლად განახორციელებთ, თუ დილიდან კარგად შედგენილი გეგმის მიხედვით იმოქმედებთ. თუ საქმიან შეხვედრას გეგმავთ, უმჯობესია დილით მოასწროთ, რადგან დღის მეორე ნახევარში შეიძლება საოჯახო საქმეების მოგვარება დაგჭირდეთ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი.

ტყუპები

აქტიური დასვენებისა და გართობისთვის ხელსაყრელი დღეა. დღის მეორე ნახევარში თქვენი მხრიდან გამოჩენილი უტაქტობა შეიძლება საყვარელ ადამიანთან კონფლიქტის ან უცნობების აგრესიის მიზეზი გახდეს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ეცადეთ არ გადაიღალოთ და უარი თქვით ალკოჰოლურ სასმელებზე.

კირჩხიბი

შემოქმედებითი საქმიანობისთვის ხელსაყრელი დღეა. სურვილის შემთხვევაში შეიძლება რაღაც არაჩვეულებრივი შექმნათ. სამყაროს უჩვეულო აღქმას ოპტიმისტური განწყობა გააძლიერებს. პლანეტების მხარდაჭერა ნებისმიერ პრობლემასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

ლომი

ვარსკვლავები შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებას და ახალ ნაცნობობას გპირდებიან. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი ჰობი შემოსავლის ახალ წყაროდ იქცეს. პლანეტა ვენერას მფარველობა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა მოხიბვლაში დაგეხმარებათ.

ქალწული

მოსალოდნელია შემოქმედებითი აღმაფრენა ან ახალი, საინტერესო ნაცნობობა. მშენებლობის, რემონტის ან სახლის კეთილმოწყობის დროს, ფრთხილად იყავით - დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ტრავმა ან შეცდომა, რაც დაწყებული სამუშაოს დასრულებაში ხელს შეგიშლით.

სასწორი

ჯანმრთელობისთვის არახელსაყრელი დღეა - მოსალოდნელია ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, ქრონიკული დაავადებების გამწვავება და გარედან უარყოფითი გავლენა. გირჩევთ შეზღუდოთ კონტაქტები, გააუქმოთ შეხვედრები და დროებით, სტუმრების მიღებაზეც უარი თქვათ. ოპტიმიზმი ამ დღის უარყოფითი ტენდენციების შემცირებაში დაგეხმარებათ.

მორიელი

შესაძლებელია, რომ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებში პრობლემები შეგექმნათ. გაითვალისწინეთ, რომ კომპრომისის გარეშე სიტუაცია უკიდურესობამდე დაიძაბება. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენს წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება. გირჩევთ საფრთხეს ნუ გააზვიადებთ. გახსოვდეთ, რომ სისასტიკე და დაუნდობლობა ამაზრზენი ადამიანური თვისებებია.

მშვილდოსანი

შინაგანი თავისუფლების დღეა. ხელსაყრელია აქტიური დასვენება, ვარჯიში გართობა და მეგობრებთან ერთად მოლხენა. ყურადღება მიაქციეთ მეზობლებთან, ნაცნობებთან და შორეულ ნათესავებთან ურთიერთობას - გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ თქვენთვის მახეს დაგება სცადოს.

თხის რქა

საკუთარ შესაძლებლობებს ნებისმიერ სფეროში ბრწყინვალედ გამოავლენთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი შესაძლებლობები უსაზღვრო არაა და ისეთ საქმეს არ შეეჭიდოთ, რომელსაც თავს ვერ გაართმევთ. თავი შეიკავეთ გლობალური პროექტების განხორციელებისგან. ახლა ამისთვის არახელსაყრელი დღეა.

მერწყული

ამ დღეს მერწყულის შემოქმედებითი პოტენციალი და ინტუიცია იზრდება. თუ გონივრულად და წინდახედულად იმოქმედებთ, შესაძლოა, ოჯახური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ. მოსალოდნელ პრობლემებს უახლოესი მეგობრების დახმარებით გაუმკლავდებით.

თევზები

სტაბილურობის დასაცავად გარკვეული ძალისხმევა მოგიწევთ. უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ახალი ძალების და ახალი იდეები შემოდინება, რომელთა განხორციელება კმაყოფილებას მოგანიჭებთ.