ჩორჩანას თემამ მთლად არ გაამართლა, გეგმა „ბ“ ამუშავდა, – ამის შესახებ პარტია "გახარია – საქართველოსთვის“ წევრი კახაბერ ქემოკლიძე სოციალურ ქსელში წერს.

"ჩორჩანას თემამ მთლად არ გაამართლა, გეგმა „ბ“ ამუშავდა. ფისუნია კატა თხრის, თხრის და მგონი, ისეთს გამოთხრის, რომ ბოლოში თავად გაოცდება“, – წერს კახაბერ ქემოკლიძე.

პროკურატურის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად, დაზარალებულების მონაწილეობით რუსთაველის გამზირზე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს გამოძიებას, 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე სრულად აღადგინოს დანაშაულის სურათი და მოახდინოს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება.